|
2024-06-01 16:22:14, 458 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - „ოცნება“ კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებას
„ქართული ოცნება“ კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებასა და მათ დაშინებას, - ამის შესახებ პარტიები „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გასულ ღამეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა ეხმაურებიან. პარტიები სოლიდარობას უცხადებენ ყველა ორგანიზაციას თუ პარტიას, რომელიც „რუსული რეჟიმის რეპრესიის სამიზნეა“ და აღნიშნავენ, რომ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაზე იმუშავებენ. „სასოწარკვეთილი და ისტერიაში მყოფი „ქართული ოცნება“ კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებასა და მათ დაშინებას. ამის ნათელი დემონსტრირებაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმა და დარბევის მცდელობა. სადარბაზოებთან ფიზიკური ანგარიშსწორება, აქციის მონაწილეების ცემა, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების დარბევა, მუქარის ზარები - ეს ყველაფერი დაშინების სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოებამ უპასუხა უპრეცედენტო ერთობით და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ კრემლის მეთოდები უძლურია და შეუძლებელია ამ გზით პროტესტის ჩახშობა. ხელისუფლების თითოეული სასოწარკვეთილი ნაბიჯი კიდევ უფრო გვაახლოებს რუსული რეჟიმის დასრულებასთან. სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას თუ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რუსული რეჟიმის რეპრესიის სამიზნეა. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავებთ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაზე, მათი და დამკვეთების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა საერთაშორისო პარტნიორს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)