|
2024-06-01 15:53:05, 394 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის იურისტი - „გამოძიება მხოლოდ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც არასწორია
გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით, რაც არასწორია, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ. ტყეშელაძის განცხადებით, ეს მხოლოდ ჯგუფური თავდასხმა კი არ იყო, არამედ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი დაესხა ენმ-ს თავს. „გუშინვე უნდა დაწყებულიყო გამოძიება, როდესაც მოხდა აღნიშნული დანაშაული. გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით და 187-ე მუხლით მხოლოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე. ეს იყო ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მხოლოდ ჯგუფური კი არა, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი მოვიდა და დაესხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. შეგახსენებთ, გუშინ ღამით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)