|
2024-06-01 13:16:23, 347 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ღონისძიებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც საბავშვო მუსიკალური კონკურსის - „რანინას“ მომღერლები მონაწილეობდნენ. „ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც, რომლებმაც კოსტიუმირებული წარმოდგენა გამართეს. ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სამხედროების შვილებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმაც უმასპინძლა და მათ საბავშვო სპექტაკლები წარუდგინა. თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებისთვის ღონისძიებები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)