10:48 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 11:29:09, 606 ნახვა

რეგიონი
შუახევში სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა

შუახევში სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა. 

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის კურსდამთავრებულები და  მასწავლებლები  ესწრებოდნენ.

"ომარ ტაკიძემ ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვა. ისაუბრა ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თვითმმართველობა ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს სკოლაში განვლილი წლები. წარმოადგინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ემოციებით დატვირთული დღე ახალგაზრდებს  ბენდ  "117"-მა გაულამაზა.       

საგანმანათლებლო დაწესებულება წელს 132 -მა მოსწავლემ დაამთავრა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics