|
2024-05-31 10:33:56, 421 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, ტრამპი 34-ვე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ხუან მერჩანი სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)