|
2024-05-30 14:27:37, 436 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა. ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის დიპლომატიური უწყება ავრცელებს. განცხადების თანახმად, ლიეტუვა "ღრმად არის შეშფოთებული" და პარტნიორებთან ერთად, საქართველოსთვის შესაძლო საპასუხო ზომებს განიხილავს. "29 მაისს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე და სხვა ქმედებებზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ. ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ კონსტიტუციით გაწერილ მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი წევრობაზე 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა პირობით, რომ ის შეასრულებდა ევროკომისიის 9 რეკომენდაციას. როდესაც პარლამენტმა "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა, რომ რუსული სტილის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებსა და ფასეულობებს და აფერხებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 9 რეკომენდაციიდან მინიმუმ 3-ში. ბოლო დროს ქვეყანაში წინ იყო წამოწეული სხვა რიგი საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომლებიც შეუსაბამოა ევროკავშირში ინტეგრაციასთან, ვრცელდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივი პროტესტებს კი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანია. ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო საპასუხო ზომებს საქართველოსთვის. ხაზს ვუსვამთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების ნებას. ლიეტუვა აგრძელებს ქართული საზოგადოების მისწრაფებების თანმიმდევრულად მხარდაჭერას, რათა დააკავშიროს ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოსთან",- აღნიშნულია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)