|
2024-05-30 14:03:29, 462 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - კობახიძის თავდასხმა გერმანიის ელჩზე იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიაზე
ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე, რომელიც ერთ-ერთია იმ პარტნიორებიდან, ვინც აქტიურად ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ელჩზე "თავდასხმა მიუთითებს, თუ როგორ ცდილობს მმართველი პარტია, საქართველო დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს დააშოროს". "მათი მიზანია, მოახდინონ საქართველოს სრული იზოლაცია და ქვეყანა დატოვონ რუსეთის პირისპირ მარტო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გერმანიის ელჩს ბატონ პიტერ ფიშერს! შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პირობებში, "ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება". დღეს, 30 მაისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "გერმანია საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)