00:36 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 13:57:52, 307 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე

თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ძალადობის ყველა შემთხვევა დასაგმობია.

„არ მაქვს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამიტომ გამიჭირდება დაზუსტება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები და შეურაცხყოფები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, როდესაც ნომრები იქნა გაჟღერებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, მერი პასუხობს: „მე თავად ვუკეთებ იდენტიფიცირებას ყველაფერს, ვაგროვებ და ვინახავ, რათა ისტორიას დარჩეს. არ ინერვიულოთ, საკუთარ თავს და ოჯახს თვითონ მივხედავ როგორმე“.

ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქეებმა მსგავსი ფაქტების შემთხვევაში შესაბამის უწყებას უნდა მიმართონ, რასაც რეაგირება აუცილებლად მოყვება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics