|
2024-05-30 13:54:15, 311 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი
ეს არის იმ რადიკალების ხელწერა, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ საზოგადოების მხრიდან ადგილი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას. „ის პროცესი, რაც იყო, გრძელდება. არაფერი განსაკუთრებული. ეს არის იმ რადიკალების ხელწერა. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ. უბრალოდ უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღესაც იგივეს აკეთებენ, ახლა ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს ვერ კლავენ, მაგრამ ბულინგით, შეურაცხყოფით ახერხებენ იმას, რომ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს ძალიან ცუდია. მე ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის დაგმობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ფაქტები იყოს დაგმობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)