18:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 10:32:27, 1052 ნახვა

საზოგადოება
დავით საგანელიძე: ჩვენი დაპირება იყო წამლების გაიაფება და ეს პროცესი დაიწყო

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სიახლეებზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „ბიზნეს კურიერის“ გადაცემაში ისაუბრა.

 საგანელიძის განცხადებით, ფართო მოხმარების პრეპარატების მნიშვნელოვან სეგმენტზე ფასებმა მნიშვნელოვნად დაიკლო და ეს ბაზარზე "ჰუმანითი ჯორჯიას"  შემოსვლას უკავშირდება. 

"როცა მედიკამენტები  დაიდო ბაზაში იმ ფასებით, რა ფასებითაც ისინი გამოვა ბაზარზე, ბუნებრივია, მის ანალოგებზე ფასები დაიწევს. შესაბამისად, კომპანიებმა ანალოგების დაბალ ფასებში გაყიდვა დაიწყეს. ეს ელემენტარული ეკონომიკა და ბიზნესია.

ფაქტია, შედეგი უკვე გვაქვს, ყოველ წუთში მოგვდის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ წამლები გაიაფდა. გასათვალიწინებელია ისიც, რომ საქართველოში შენდება ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც, ადგილობრივ ბაზარზე გაანახევრებს ფასებს და ექსპორტზეც გავა. პირველ ეტაპზე, ვიდრე ქარხანა აშენდება, იქნება 30 პროცენტიანი კლება. ჩვენი დაპირება იყო, რომ წამლებს გავაიაფებდით და ეს პროცესი დაიწყო,“ - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics