|
2024-05-29 21:15:34, 540 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთი წუხს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო
საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. „საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)