|
2024-05-29 17:38:33, 366 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ, 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტი 3 ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს ასახავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანაბარი, მაღალი ხარისხის, ინკლუზიურ და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორებისა და ავადობის შემცირებას, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. „ორმხრივი შეხვედრა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, ჯანდაცვის სამინისტროსა და პირადად მინისტრისგან დიდი წინ გადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული შესაძლებლობა ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვის პროცედურის დანერგვის შედეგად გახდა შესაძლებელი. მისივე თქმით, ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის გეგმის შემუშავება, ჯანმოს საქართველოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრები გამართა ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელთან, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან და გლობალური ფონდის წარმომადგენელთან. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ჟენევაში გამართულ შეხვედრებში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მონაწილეობდნენ”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)