|
2024-05-29 17:27:45, 290 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, ესენი კი ფაშიზმის და აგენტურის
ორ თვისებას ებრძვიან განსაკუთრებული სიმძაფრით - პატიოსნებას და პატრიოტიზმს. ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან არაფერი იცავს ქვეყანას ისე ძლიერ, როგორც ეს ორი რამ. მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ტელეკომპანია პირველი" მის მშობლიურ სოფელში, მოხუც მშობლებთან ჩავიდა. იონათამიშვილის განცხადებით, "რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" და მისმა მედიამ, შედეგი მხოლოდ ერთი იქნება, რაც აჩვენებს როგორც მათ ფაშისტურ ბუნებას, ისე მათსავე გარდაუვალ მარცხს ამარტივებს". "ორ თვისებას ებრძვიან განსაკუთრებული სიმძაფრით - პატიოსნებას და პატრიოტიზმს. ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან არაფერი იცავს ქვეყანას ისე ძლიერ, როგორც ეს ორი რამ. მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, ესენი კი ფაშიზმის და აგენტურის. სწორედ ამიტომ, რაც იკადრეს დღეს და რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და მისმა მედიამ ხვალ, შედეგი იქნება მხოლოდ ერთი - საკუთარ ფაშისტურ ბუნებას გვაჩვენებენ მხოლოდ და საკუთარ გარდაუვალ მარცხს ამარტივებენ", - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)