18:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 16:38:21, 322 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ყველა ჩართული სუბიექტის - ფერმერების, მეწარმეების, დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერისკენ.

"სწორედ ისინი არიან დარგის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სახელმწიფო მხარდაჭერა ითვალისწინებს  წვდომას იაფ ფულად სახსრებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და თანამედროვე ტექნიკის შეძენის ხელშეწყობას, გადაიარაღებას, წვდომას თანამედროვე ცოდნაზე, რათა ფერმერებმა და მეწარმეებმა აწარმოონ მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქცია, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, რაც უზრუნველყოფს მეტ შემოსავალს აგროწარმოებაში ჩართული თითოეული მოქალაქისთვის, მათი ოჯახებისთვის და, საბოლოდ, ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ისახება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროგრამა, რომელიც წლებია ხორციელდება. დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამაა, რაც ეტაპობრივად  მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა",- თქვა მინისტრმა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება მიმდინარე და იქმნება ახალი პროგრამები დარგთან, ასოციაციებთან, სამეცნიერო წრეებთან, ფერმერებთან  აქტიური კომუნიკაციით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics