|
2024-05-29 15:57:49, 467 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე ანაკლიაზე - მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!
მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ! - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკაშირებით ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებას. ხაზარაძის თქმით, "რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად" ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებით გაცხადდა. "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!" რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა! დღეს კი, ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, "ჰესბოლას" გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა! მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ! არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!" - აცხადებს ხაზარაძე. ცნობისთვის, დღეს, 29 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)