|
2024-05-29 10:56:13, 404 ნახვა
პოლიტიკა
მელია - რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა საზოგადოების საპროტესტო ტალღა
გუშინ, რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მელია პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჯერ ბრძოლა არ დასრულებულა, „მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით - მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს“. „აქამდე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს კომფორტის ზონაში რამდენიმე ფაქტორი ამყოფებდა: - ხალხი ქუჩაში არ გამოდის. - ახალგაზრდობას პოლიტიკური პროცესები არ აღელვებს. - დასავლეთი ჰაეროვანი აღშფოთებით შემოიფარგლება. ივანიშვილი აქტიურად იყენებდა ამ 3 ფაქტორს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეწეოდა ამ ყველაფრის სტიგმატიზაციასაც. ამ ყველაფრის ძვალ-რბილში გაჯდომით, ივანიშვილი ხალხს თავზე გვაცვამდა უიმედობის ყულფს და საარჩევნოდ ფეხქვეშაც გამოგვკრავდა ხოლმე. მაგრამ რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა, რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ. პროტესტმა მოიპოვა უნიკალური მხარდაჭერა დასავლეთისგან. სიტყვა საქმემ შეცვალა, სიტყვიერი აღშფოთება - მოქმედებამ. ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა - საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ, სად არის რეალური პრობლემა.. გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა - საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა. ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია. შუა ბრძოლაში ვართ და შესაბამისად, არც მოდუნების დროა. მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით - მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს..“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)