|
2024-05-29 09:23:33, 423 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - „ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ
„ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. კრამონი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და ამბობს, რომ „ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ". „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ამბავი ქართველი ხალხისთვის კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან, ისინი შეუერთდებიან ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)