|
2024-05-28 21:39:14, 496 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეფერენდუმი დაანონსა - ამის შესახებ პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, „გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? - გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველა ერთად. 84 კაცი არავინაა იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო. მეორე მთავარი საქმე - თქვენი, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდების მთავარი მოვალეობა, მას შემდეგ, რაც ხელმოწერებს შეაგროვებთ და ჩემთან მოიტანთ, იქნება ის, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმიტომ, რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა, ასევე ჩვენი დიასპორის მინიმუმ ნახევარი მილიონი ხმა არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)