|
2024-05-28 16:35:56, 446 ნახვა
პოლიტიკა
მსხილაძე „ოცნებას“ - უნდა გააკეთოთ არჩევანი და გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი, რატომ მოექეცით ასე ქვეყანას და მათ მომავალს [ვიდეო]
თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი, თუ რატომ მოექეცით ასე თქვენს ქვეყანას და მათ მომავალს, - ასე მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. მსხილაძის თქმით, „ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის“. „მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმგდარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო და ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამვდილად მეტი არაფერი არ არის, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი, თუ რატომ მოექეცით ასე თქვენს ქვეყანას და მათ მომავალს. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე და ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეხვალთ ისტორიაში. ეს არ დაგვავიწყდეს. რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ მწვანე თუ წითელ ღილაკს და ისტორია განსჯის სამართალი და სიმართლე ვის მხარეს იყო, ჩემს მხარეს და ჩვენს მხარეს, თუ თქვენს მხარეს. ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)