|
2024-05-28 16:27:58, 414 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ხარაზიშვილზე - ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამიაა - მისი ადგილი არის საპატიმროში
შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური - ის საზოგადოებისთვის საშიშია,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, ხარაზიშვილის ადგილი საპატიმროშია. "მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური. ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება. ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია",- ამბობს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა: "ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს... სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)