|
2024-05-28 12:44:27, 436 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი პრეზიდენტს - სააკაშვილს არ იწყალებდით იმიტომ, რომ მისი ადგილის დაკავება გსურდათ
მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებდით იმიტომ, რომ მისი ადგილის დაკავება გსურდათ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარული სხდომიდან. როგორც წილოსანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზურაბიშვილი "ნეოსააკაშვილია". "ნეოსააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანების, ცრუ ევროპულობის "მესიჯებით" მოგვევლინა - ასე დავახასიათებდი "ომის ქარტიას", რომელმაც გააერთიანა "ნაციონალური მოძრაობის" "კლასტერი" თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური "ნაცებით", რომელმაც დაასრულა რევოლუციური სცენარის მოწყობის მცდელობები და რეავოლუცია არ შედგა. მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის, ქ-ნო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა?... მიხეილ სააკაშვილს, თურმე, ქ-ნო სალომე, ამდენი ხანი იმიტომ კი არ იწყალებდით, რატომაც ჩვენ და ზოგადად, საზოგადოებას გვეგონა, არამედ არ იწყალებდით იმიტომ, რომ მისი ადგილის დაკავება გსურდათ. ვულოცავთ ქალბატონ სალომეს - ისტორიაში შევა როგორც გზა და მორალაცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილად",- თქვა წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)