04:50 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 10:55:18, 366 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ჟენევაში, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე. 

"მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

გაიმართება შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან. 

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანმრთელობის სოციალური განმსაზღვრელი დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა. 

ჯანდაცვის მინისტრი, ასამბლეის დელეგატებისთვის გამართულ ტრადიციული მიღებას დაესწრო, რომელზეც სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოვიდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics