|
2024-05-27 17:48:54, 511 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ჰარისის წერილზე - ერთადერთი, ვინც მითითებას გვაძლევს კანონის მიღებაზე, ქართველი ხალხია
ერთადერთი, ვინც მითითებას გვაძლევს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს არის ქართველი ხალხი,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილს. როგორც პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დონორებს დისკომფორტს უქმნის, თუმცა "ქართული ოცნება" "დონორების ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს". "საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და არა სხვა ქვეყნების ხალხების თუ ხელისუფლებების მანდატითა და მითითებით. ამიტომ, ერთადერთი, ვინც მითითებას და მანდატს გვაძლევს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის 80% მომხრე არის გამჭვირვალობის და 60% მომხრე არის, რომ მიღებული იყოს კანონი. ამიტომ, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის შეკვეთით - დემოკრატია ჰქვია ამას. შესაბამისად, ამ ყველა განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენ ერთ რამეს ვამბობთ - ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც შეიძლება არ ემთხვეოდეს სხვა ხალხების ეროვნულ ინტერესებს, ან ზოგადად, ინტერესებს. ეს თემა - უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა არის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ ინტერესებს, რომელთა დაფინანსებაზეც აქ არის საუბარი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, რუსეთის დაფინანსებებსა და ფულს. რა თქმა უნდა, ეს თავისი არსით, ეწინააღმდეგება ან მინიმუმ დისკომფორტს უქმნის დონორს და დამფინანსებელს, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის და არა დონორების ინტერესებიდან გამომდინარე",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წერილს უგზავნის და მასში, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელით, ქვეყანაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)