|
2024-05-27 15:30:37, 393 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კითხვაზე, თუ რა არის კანონპროექტში პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხად მივიღეთ - „იმიტომ“
ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში არ აპირებს შესვლას და მის პუნქტობრივ განხილვას,- ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის გამოსვლა პარლამენტში. კალაძის თქმით, ვერავინ ამბობს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრობლემური. „არაერთი შანტაჟი და მუქარა მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა კონკრეტულ კითხვას ვერავინ ვერ სცემს პასუხს და ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა მოყვანილი, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. ათასი განცხადება მოვისმინეთ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან, თუმცა ვერ გამოიძებნა ერთი კონკრეტული ადამიანი, ვინც შეიძლება ახსნას, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს. დღეს ასევე ვუყურებდი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში ვეტოსთან დაკავშირებით და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში არ აპირებს შესვლას და მის პუნქტობრივ განხილვას. მე ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება და ხედავს რეალობას, თუ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, არგუმენტირებული დასაბუთება ვერც ვენეციის კომისიისგან მოისმინა. „თქვან, კონკრეტულად რა არის და რატომ არის პრობლემური. ამ კითხვაზე, თუ რა არის კანონპროექტში პრობლემური, ჩვენ მივიღეთ ერთი პასუხი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან და პასუხი იყო „იმიტომ“. ეს არის საზოგადოების და ქვეყნის მოსახლეობის მასხრად აგდების მცდელობა. გვითხრან, რა არის პრობლემა, რა კონკრეტული არგუმენტი არსებობს. ამას ვიძახდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვფიქრობდით, რომ ვეტოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნებოდა შინაარსობრივი დასაბუთება, ვენეციის კომისიიდან ველოდით, რომ შინაარსობრივი შენიშვნები ექნებოდათ, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯები იყო გაჟღერებული“,- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)