01:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 13:17:39, 442 ნახვა

პოლიტიკა
შამბა - არ ვაპირებთ საქართველოსთან კონფედერაციის ან რამე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას

არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რამე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბრისას განაცხადა.

შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის „ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა“.

„მათ 30 წელია ჩვენი დაბრუნება სურთ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგები ამბავია, ვის აკვირვებს ეს? მათი საგარეო-პოლიტიკური დავალება ასეთია და ეს ჩვენთვის ახალი ამბავი არაა. აფხაზეთს აქვს თავისი დავალებები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება, სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება.

აფხაზეთსა და საქართველოს შორის ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა.

როცა ამის დრო მოვა, მაშინ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ასეთ მზაობას, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რამე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას.

ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი ჩვენი გზით“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის აღნიშნავს, რომ  2030 წელს ერთიან და ძლიერ საქართველოში „ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვიცხოვრებთ“ და იმავე წელს, ერთიანი და ძლიერი საქართველო, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics