|
2024-05-27 11:41:28, 427 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი მსხილაძეს - გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია, რათა საკუთარი ქვეყანა გაყიდოს
თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. წილოსანის განცხადებით, პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში "სამარცხვინო ასოებით" შევა. "ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს რომ უკვე გადაწყვეტილი აქვს, სამრცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ. თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, თუ "უჩას კადრების ეფექტი" არის თქვენზე განხორციელებული?... თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის და უფროსისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას, რომ რისკის წინაშე დადგება და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად ევროპებში და საფრანგეთში გაიქცევა",- მიმართა წილოსანმა მსხილაძეს. შეგახსენებთ, დღეს, 27 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)