|
2024-05-27 09:50:11, 337 ნახვა
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ოზურგეთში მასპინძლობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გურიიდან, ქალაქ ოზურგეთიდან ვულოცავ მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სოფლის განვითარების სააგენტო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დაგეგმილი გვაქვს მრავალი აქტივობა - გამოფენილია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, მოწყობილია არაერთი გასართობი სივრცე, მათ შორის, ბავშვებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ყველამ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი. ეს დღე გვაერთიანებს და სიამაყით გვავსებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას, მოწყობილია ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ტარდება კულინარიული მასტერკლასები. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე შეიქმნა, იმართება საბავშვო სპექტაკლი, მოწყობილია საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით იმართება კონცერტები. გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა. 17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება. ინფორმაცის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)