01:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 00:17:26, 428 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია

რეალურად, სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ შეზღუდვები გავრცელდა ცალკეულ მოსამართლეებზე, თუმცა ამით ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი. 

 „რეალურად, სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარაც არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. რამდენიმე თვის წინ შეზღუდვები გავრცელდა რამდენიმე მოსამართლეზე, მათ შორის სამ მოქმედ მოსამართლეზე და შედეგად მიიღეს ერთადერთი - საკუთარი რეპუტაციის შელახვა. ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი ქმედითობა და სამაგიეროდ, თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი, როდესაც დადასტურდა, მათ შორის მათივე განცხადებებით, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირეს მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ასეთივე კონტრპროდუქტიული იქნება სანქციებით მუქარა, რომელიც დაკავშირებულია უკვე პოლიტიკური თანამდებობის პირებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics