01:49 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 15:47:48, 461 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკომ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა , ზურაბიშვილს არა

ბელორუსიის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ „ბელორუსი ხალხის სახელით და პირადად მიულოცა ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე“.

„ბელარუსისა და საქართველოს ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც დაფუძნებულია ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებზე, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულზე და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერმა სურვილმა, უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, - ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკომ გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი სულიერი სიახლოვე, გაგების გრძნობა, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში დაეხმარება უახლოეს მომავალში აღდგეს ორ ქვეყანას შორის სრული ურთიერთქმედება ყველა სფეროში.

„დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა არსებულ წინააღმდეგობას“, - აღნიშნა მან.

ლუკაშენკომ ქართველ ხალხს მშვიდობა, გამძლეობა და „გამბედაობა უსურვა თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics