|
2024-05-26 12:02:47, 383 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც აღდგა ნანატრი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ფუნდამენტი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. „ვულოცავ, მთელს საქართველოს, ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდებულს თავისი არსით, შინაარსითა და მნიშვნელობით - ეს არის ის, რაც არაერთი ქართველის, სახელოვანი მამულიშვილის ოცნება და იდეა იყო. დიდებული დღე თითოეული ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი. ეს არის დღე, როდესაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაუღალავი ბრძოლა და მუშაობა, რომ ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილი იყოს, იმის სამსახურში ყოფნა, რაც გვეამაყება და რაც გვაერთიანებს. ამით ახდა ოცნება ილია ჭავჭავაძისა და ბევრი მოღვაწისა, ვინც ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩამოვყალიბებულიყავით ასეთ ერად და გვეამაყა ჩვენი ქვეყნის იდენტობით. ეს არ არის ისეთი რამ, რაც ერთხელ მოვიდა და რასაც გაფრთხილება არ სჭირდება. ამას სჭირდება, დაუღალავად შრომა, რომ საქართველოს სახელი მუდმივად იკავებდეს დამსახურებულ ადგილს, სხვა ერთა შორის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, უწყვეტად, მაღალი ტემპით, იმ მიმართულებით ვითარდება, რასაც ქვეყნის მაღალი დონის, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჰქვია. „ყველა სექტორში, იქნება ეს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, თავდაცვისუნარიანობის, განათლების, თუ სამართლის სფერო, გვაქვს უზარმაზარი პროგრესი. პროგრესი სწორედ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებების ერთგულება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც სჭირდება სერიოზული შრომა, იმის კვალდაკვალ, რასაც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გაფრთხილება ჰქვია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)