|
2024-05-25 16:23:57, 536 ნახვა
პოლიტიკა
ანიტა რაჭველიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციას 26 მაისს თბილისის ოპერაში კონცერტის ჩატარება სურდა - დირექციამ უარი უთხრა
მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარება სურდა. რაჭველიშვილის ინფორმაციით, მას ოპერის დირექციამ კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცა. "ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ჩაეტარებინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. ოპერის დირექციამ უარი უთხრა. ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ ვინც პარტიის მსახური არ არის პირველი არაა სამწუხაროდ! დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ! უკვე დიდი ხანია ვიკავებ თავს და არ ვსაუბრობ იმ აბსოლუტურად მიუღებელ მენეჯმენტის ფორმაზე რომელსაც ვაკვირდები უკვე რამოდენიმე წელია. სირცხვილია! ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ქვეყანას და არა ამა თუ იმ პარტიების პირად წყენებს და ინტერესებს! სირცხვილია!", - წერს რაჭველიშვილი "ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)