|
2024-05-24 12:31:50, 440 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი - ვეთანხმები კობახიძეს, რომ კანონი მე-2 ფრონტის გახსნის საბაბია
ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იმ განცხადებაში, რომ პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მხოლოდ საბაბია რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა. როგორც კარასინი სოციალურ ქსელში წერს, „რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია“. „ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იმ განცხადებაში, რომ პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მხოლოდ საბაბია რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ. ეს შესამჩნევი გახდა 2022 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის დასუსტების მიზნით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ღია შეტევაზე გადავიდა. სრულიად გამართლებულია პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ინტერესი არსად გამქრალა... გასაგებია, რომ რუსეთის პოზიციაზე მორიგ თავდასხმასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია“, - აღნიშნა კარასინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)