|
2024-05-24 10:02:16, 347 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს
თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სტუმრებს აქ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ. "რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები. მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 სათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე 13:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები. 17:00-დან 17:40 საათამდე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები", რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)