|
2024-05-24 09:41:37, 439 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკენი - ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას
დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ბლინკენი განცხადებაში უთითებს, რომ აშშ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ქმედებებს გაითვალისწინებს. "იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას",- აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, აშშ საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის“ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)