|
2024-05-23 21:31:20, 463 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ნუთუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც დაიჯერებს იმას, რასაც კობახიძე კადრულობს
ნუთუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც ამ ქვეყანაში, ან მთლიანად მსოფლიოში, ვინც ამას დაიჯერებს რასაც კადრულობს კობახიძე, - ასე გამოეხმაურა პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას. "ნუთუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც ამ ქვეყანაში, ან მთლიანად მსოფლიოში, ვინც ამას დაიჯერებს რასაც კადრულობს კობახიძე. რა თქმა უნდა, არ არსებობს. ირაკლი კობახიძემ და მისმა გუნდმა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ფრონტი გაუხსნა ყველას, საუკეთესო მეგობარს და ქომაგს ჩვენი ქვეყნისა. დღევანდელი დღეც, აი ეს საარაკო ტყუილიც მეტყველებს მარტივ მოცემულობაზე - თითეული დამატებითი დღე ამ ხალხის ხელისუფლებაში, არის სახიფათოზე სახიფათო ჩვენი სახელმწიფოსთვის და რაც შეიძლება სწრაფად ეს ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს დემოკრატიული ოპოზიციური ძალებით", - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)