|
2016-02-13 13:33:39, 849 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოები დაათვალიერა (ვიდეო)
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობდა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ივანიშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. როგორც "ექსპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა ნოდარ დუმბაძემ განუცხადა, ყოფილმა პრემიერმა გასაუბრების შემდეგ სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ ვესაუბრეთ ივანიშვილს, მოვთხოვეთ სამშენებლო ნებართვები, მან განაცხადა, რომ ის არის რეალური დამკვეთი ურეკში ხეების გადატანის. მან თქვა, რომ ყველანაირი ნებართვები არსებობს, თუმცა მას შემდეგ რაც შესაბამის შპს-ს მოთხოვა ნებართვა, კომპანიამ ვერ წარმოადგინა ნებართვები. მან თქვა, რომ სამუშაოები შეჩერდება მანამ სანამ ყველა ნებართვა არ იქნება გაცემული“, - განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)