|
2024-05-23 12:12:30, 293 ნახვა
საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებულ, კერძო საკუთრებაში მოქცეულ 6 მიწის ნაკვეთს ქარსაფარი ზოლის სტატუსი მიენიჭება
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინვენტარიზებულ ფართობებზე ხდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. „აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა კერძო საკუთრებაში მოქცეული ყოფილი ქარსაფარი ზოლების ტერიტორიები. თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში, სააგენტოსთან თანამშრომლობის და მოლაპარაკებების ფორმატში, 6 ერთეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ თანხმობა განაცხადა, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს მიენიჭოს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსი და დარეგისტრირდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ქარსაფარი ზოლის სისტემის განვითარება სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა, რაც მათ აღდგენა/გაშენებას ნიშნავს. აღნიშნული პროცესი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც ჩატარებულია ინვენტარიზაცია. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფრებისთვის სტატუსის მინიჭებაზე კერძო მესაკუთრეებთან თანამშრომლობა. 2021-2023 წლებში შვიდ მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებულია 3990.67 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის და კერძო საკუთრებაში მოქცეული ქარსაფარი ზოლების მესაკუთრეებთან შეთანხმების პროცესი გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)