|
2024-05-23 10:21:36, 370 ნახვა
პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - ველოდები, რომ ამ კანონის მიღებას, შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს
ველოდები, რომ ამ კანონის მიღებას, შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ბლინკენის თქმით, აღნიშნული კანონი "მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის აღებული". "ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ "უცხოური აგენტების შესახებ" მიღებული კანონით. ვფიქრობ, რომ ეს, სამწუხაროდ, მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის აღებული. ვფიქრობ, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში წინლსვლისა და ინტეგრაციისკენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და მე ველოდები, რომ ჩვენ მივიღებთ ზომებს. ევროკავშირი აკვირდება, თუ რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ასე რომ, მე ვიტყოდი - ველოდები, რომ ამ კანონის მიღებას, შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს",- განაცხადა ბლინკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)