|
2024-05-22 21:27:34, 487 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ს მომხსენებლები - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე რეკომენდაციები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებმა, კლაუდ კერნმა და ედიტ ესტრელამ, მოუწოდეს მთავრობას, კანონი გააუქმონ. „ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ლეგალური არგუმენტების დასახელება იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. ეს არგუმენტები ახლა მათ გადაეცათ ვენეციის კომისიის მიერ ერთსულოვნად გაცემული რეკომენდაციების სახით, რომელიც მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტმა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი, როგორც ეს ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში“, - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)