18:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 11:31:38, 395 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს

„საქართველოს ბანკი" სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას განაგრძობს. ფინანსური ინტიტუტის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“, ვაზისუბანში, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს. 

პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიონი აშშ დოლარია. „საქართველოს ბანკის" მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

აღნიშნული პროექტი, 3,364 კვ.მ ფართობზე ორ 14 და 15 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს, ჯამში პროექტი 187 ბინაზე იქნება გათვლილი. მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და 2024 წელს დასრულდება.

„საქართველოს ბანკი" მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. კომპანია „სი აი ჯი“ - სთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი სიანტერესო პროექტი ხორციელდება. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი წარმატებული დეველოპერული პროექტი აქვს,  მათ შორის ვაზისუბანსა და ნუცუბიძის პლატოზე. სამომავლოდ კიდევ არაერთი  სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ  კი აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics