|
2024-05-22 10:23:45, 421 ნახვა
პოლიტიკა
ცაჰკნა - ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. ცაჰკნა აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია "უცხოური გავლენის" კანონის გაუქმების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს",- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ, 21 მაისს ვენეციის კომისიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. 24-გვერდიან დასკვნაში ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას ურჩევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)