|
2024-05-21 19:04:50, 425 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - თუ კანონი მიიღება, დეკემბერში გერმანია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას ხმას არ მისცემს
თუ ეს კანონი მიიღება, დეკემბერში გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა. ფიშერის თქმით, არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და აღნიშნული კანონი ამ სტანდარტს არ შეესაბამება. “ვფიქრობ, ყველამ იხილა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომლებმაც თქვეს, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ასცდა ევროპის გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტს არ შეესაბამება. ამიტომ, თუ ეს კანონი მიიღება, დეკემბერში გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საგრძნობლად დახევს უკან”, - განაცხადა ფიშერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)