02:22 - 29 May, 2026
|
2024-05-21 14:38:00, 395 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი - ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში
ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ჩარლზ ბრაუნმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ჩარლზ ბრაუნი აღნიშნავს, აშშ საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული რჩება. "თქვენ იცით, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში და ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატოელ კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც ნატოს პარტნიორები არიან, ისევე, როგორც უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე ევროპაში“, - განაცხადა გენერალმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)