|
2024-05-21 13:28:52, 313 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია
ხელისუფლებას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას, მხარს უჭერს იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. „მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და გააზრებული აქვს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც გამოსული იყო თუნდაც, ოჯახის სიწმინდის დღეზე, რა თქმა უნდა, ერთგვარ მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებას. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული და ესეც კიდევ ერთი მესიჯი იყო იმისა, რომ მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)