|
2024-05-20 14:38:24, 428 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ირანის მინისტრთა კაბინეტმა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიშნა
ავიაკატასტროფაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის შემდეგ, ირანის მინისტრთა კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, პრეზიდენტის პოსტს, სავარაუდოდ, მოჰამად მოჰბერია დაიკავებს, ხოლო ირანის კონსტიტუციის თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მედიასთან საუბრისას, მოჰამად მოჰბერიამ აღნიშნა, რომ ისინი პრეზიდენტ რაისის გზას გაჰყვებიან „დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებაში“. შეგახსენებთ, გუშინ, 19 მაისს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)