|
2024-05-20 14:10:39, 416 ნახვა
პოლიტიკა
Politico - დემოკრატიის დასაცავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს
დემოკრატიის დასაცავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Politico აქვეყნებს. როგორც Politico წერს, მოიპოვეს კანონპროექტის ვერსია, რომლის მიხედვითაც, სანქციების სამიზნე პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავი ორგანოებიც გახდებიან. გამოცემის ცნობით, კანონპროექტი, რომელსაც სამხრეთ კაროლინის "რესპუბლიკელი" წარმომადგენელი ჯო უილსონი კონგრესში წარადგენს, ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინ წაწევაზე, აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს. როგორც Politico წერს, კანონპროექტით სანქციები განსაზღვრულია მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებსაც "აკისრიათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისთვის". "სასჯელი ასევე გამიზნული იქნება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და უშიშროების სამსახურებზე, რომლებმაც შეაჩერეს პროტესტი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ",- წერს გამოცემა. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის ვიზიტსა და თეთრი სახლის პრესსმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, საქართველოსთან ურთიერთობა ფუნდამენტურად გადააფასოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)