|
2024-05-20 12:04:31, 453 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება - იმედია, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, მის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ, „რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო". „მე როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში პირდაპირი ეთერის ფორმატში, თუმცა, იმავე წამს, რადიკალების მხრიდან დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ და ამ პირობებში, ვერცერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება კვლავაც ძალაში რჩება და იმედი მაქვს, რომ ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში ამ კანონთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)