|
2024-05-20 12:01:26, 397 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ - შეგიძლიათ, მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ქვეყანას არეულობისკენ უბიძგებდნენ
ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, ის კავშირები პოლიტიკოსებსა თუ არაპოლიტიკოსებს შორის, რომლებიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ ყოფილიყო არეულობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გლობალური ომის პარტიასთან" დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გაითვალისწინებდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ენჯეოების“ მოთხოვნას - მოხალისეების დაორგანიზებაზე, „საქართველო ომში ჩაერთვებოდა“. „ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, ის კავშირები პოლიტიკოსებსა თუ არაპოლიტიკოსებს შორის, რომლებიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ ყოფილიყო არეულობა. და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი, ვინც ჩვენ გვეუბნებდნენ რომ საქართველოს მთავრობას უნდა დაეორგანიზებინა მოხალისები და გაეგზავნა ომში - აი, ის ჯგუფები არიან სწორედ ამის ნაწილი. ის ჯგუფები, რომლებიც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ აუცილებლად და ამას ითხოვდნენ ჩვენგან. ეს არის სწორედ ნაწილი ამისა იმიტომ, რომ ამის ბოლოში საქართველოში, დიდი ალბათობით, ომის რისკი დგას. ჩვენ, ომის დასაწყისში, როგორც შიგნით თუ გარეთ, საქართველოს მთავრობას მოგვიწოდებდა, რომ დაეორგანიზებინა მოხალისეები, როგორც ამას ითხოვდნენ აეროპორტში გამაგრებული და პარლამენტის წინ გამაგრებული „ნაციონალური მოძრაობა“ და ის „ენჯეოები", რომლებიც დღესაც აქტიურია. ჩვენ მთავრობას რომ დაეორგანიზებინა მოხალისეების ორგანიზებული გაშვება ომში, საქართველო ჩაერთვებოდა ომში, წერტილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)