02:32 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-19 18:06:55, 548 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია

სალომე ზურაბიშვილმა "ქოცებს" დასცინა,- ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, "ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია".

"სალომე ზურაბიშვილმა "ქოცებს" დასცინა. როცა ვეტოს ადებ კანონპროექტს, ვალდებული ხარ, რომ ე.წ. მოტივირებული შენიშვნა დაწერო. 

პრეზიდენტი დაეთანხმა ამ კანონს, ოღონდ დაუმატა ერთი მუხლი: "ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო". იურიდიული გაბითურება ჰქვია ამას",- წერს გოცირიძე "ფეისბუქის" გვერდზე და შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია: "ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშესადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“.

პარლამენტმა კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics