|
2024-05-19 16:57:41, 438 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს - რაც ევროპისთვისაც გამოწვევაა, რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, "პასუხგაუცემელია კითხვა - რა არის ცუდი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში და ასევე - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის საქართველოში არაევროპული". “სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს! ბატონები - მაკრონი და შოლცი კვლავ გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო! ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! შესაბამისად, უპასუხო კითხვას - რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული? მეორენაირად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, ზუსტად ის რატომ ეკრძალება საქართველოს?" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)